MagdaDesign
Magda Design
კონსულტაცია

ინტერიერის დიზაინის გზამკვლევები რა უნდა იცოდეთ რემონტის დაწყებამდე

მოკლე და პრაქტიკული პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად მისვამენ პირველ კონსულტაციაზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ინტერიერის დიზაინი?

ფასი დამოკიდებულია ფართზე და სამუშაოს მოცულობაზე. ზუსტ ციფრს პირველ, უფასო კონსულტაციაზე გეტყვით.

პირველი კონსულტაცია მართლა უფასოა?

დიახ. შევხვდებით სტუდიაში, თქვენს ობიექტზე ან ონლაინ და ვისაუბრებთ თქვენს სივრცეზე, სურვილებსა და ბიუჯეტზე.

რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?

საპროექტო ალბომი დაახლოებით 3–6 კვირაში მზადდება; რემონტის ვადა ობიექტზეა დამოკიდებული.

რას მოიცავს საპროექტო ალბომი?

დაგეგმარებას ზომებით, ავეჯის განლაგებას, განათების, ელექტროობის, ჭერის, იატაკისა და სანტექნიკის გეგმებს, კედლების განშლებს, მასალებს და 3D ვიზუალიზაციას — ჩვეულებრივ 13–21 გვერდს.

შეიძლება მხოლოდ 3D ვიზუალიზაციის შეკვეთა?

დიახ — 3D ვიზუალიზაცია ცალკე სერვისადაც ხელმისაწვდომია.

ადევნებთ თვალს რემონტს?

დიახ — ავტორის ზედამხედველობით ვადევნებ თვალს სამუშაოებს გასაღების ჩაბარებამდე, რომ შედეგი ნახაზებს ზუსტად დაემთხვეს.

რა მდგომარეობაში უნდა იყოს ობიექტი?

ნებისმიერში: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, ან უკვე არსებული სივრცის განახლება.

მუშაობთ თბილისის გარეთ?

დიახ, დისტანციურადაც — პროექტირება ონლაინ, ზედამხედველობა შეთანხმებით.

შექმენი შენი იდეალური გარემო.

დამიკავშირდით WhatsApp‑ზე, მომწერეთ ელფოსტაზე ან დამირეკეთ — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პირველი კონსულტაცია უფასოა.