MagdaDesign
Magda Design
კონსულტაცია

ბინის დიზაინი · სახლის დიზაინი · ეზოს დიზაინი · თბილისი განხორციელებული პროექტები

ორი ბინა და ორი კერძო სახლი ეზოთი, 50‑დან 150 მ²‑მდე. პროექტები წარმოდგენილია ქეისების სახით — ამოცანის, გადაწყვეტის, 3D ვიზუალიზაციისა და ნახაზების დეტალური აღწერით.

მწვანე ლაქი

სამზარეულო მარმარილოს კუნძულით და მწვანე ლაქის კარადებით

კერძო სახლის ინტერიერის დიზაინი · 150 მ² + ეზო 500 მ² · თბილისი · 2026

ორსართულიანი სახლი გამწვანებული ეზოთი — მუქი მწვანე ლაქი, ოქროს აქცენტები, შავი ვიტრაჟული ჩარჩოები და ჭაღები ყველა ოთახში.

პროექტის ნახვა

ვერანდა

ფასადი მანსარდით და ეზოთი

პატარა სახლის ინტერიერის დიზაინი · 60 მ² + ეზო 200 მ² · 2026

კუნძულის სტილი თანამედროვედ — მეორე სართული მთლიანად ვერანდაა აუზით, ეზო განათებულია, ტონები — თბილი კრემისფერი ხესა და რატანთან.

პროექტის ნახვა

დიღომი 110

მისაღები ტრავერტინის მრგვალი მაგიდით

ოჯახური ბინის ინტერიერის დიზაინი · 110 მ² · თბილისი · 2024

ოთხოთახიანი ოჯახური ბინა — მასტერ‑საძინებელი გარდერობით, კაბინეტი, სპა‑აბაზანა და სრული ტექნიკური ალბომი.

პროექტის ნახვა

თბილი მინიმალიზმი

ნათელი მისაღები „დეიზი“ ჭაღით

კომპაქტური ბინის ინტერიერის დიზაინი · 50 მ² · თბილისი · 2024

კომპაქტური ბინა თბილი მინიმალიზმით — საძინებელი, სასტუმრო‑სამზარეულო, ორი სველი წერტილი და 13‑გვერდიანი ტექნიკური ალბომი.

პროექტის ნახვა

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ინტერიერის დიზაინი?

ფასი დამოკიდებულია ფართზე და სამუშაოს მოცულობაზე. ზუსტ ციფრს პირველ, უფასო კონსულტაციაზე გეტყვით.

პირველი კონსულტაცია მართლა უფასოა?

დიახ. შევხვდებით სტუდიაში, თქვენს ობიექტზე ან ონლაინ და ვისაუბრებთ თქვენს სივრცეზე, სურვილებსა და ბიუჯეტზე.

რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?

საპროექტო ალბომი დაახლოებით 3–6 კვირაში მზადდება; რემონტის ვადა ობიექტზეა დამოკიდებული.

რას მოიცავს საპროექტო ალბომი?

დაგეგმარებას ზომებით, ავეჯის განლაგებას, განათების, ელექტროობის, ჭერის, იატაკისა და სანტექნიკის გეგმებს, კედლების განშლებს, მასალებს და 3D ვიზუალიზაციას — ჩვეულებრივ 13–21 გვერდს.

შეიძლება მხოლოდ 3D ვიზუალიზაციის შეკვეთა?

დიახ — 3D ვიზუალიზაცია ცალკე სერვისადაც ხელმისაწვდომია.

ადევნებთ თვალს რემონტს?

დიახ — ავტორის ზედამხედველობით ვადევნებ თვალს სამუშაოებს გასაღების ჩაბარებამდე, რომ შედეგი ნახაზებს ზუსტად დაემთხვეს.

რა მდგომარეობაში უნდა იყოს ობიექტი?

ნებისმიერში: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, ან უკვე არსებული სივრცის განახლება.

მუშაობთ თბილისის გარეთ?

დიახ, დისტანციურადაც — პროექტირება ონლაინ, ზედამხედველობა შეთანხმებით.

შექმენი შენი იდეალური გარემო.

დამიკავშირდით WhatsApp‑ზე, მომწერეთ ელფოსტაზე ან დამირეკეთ — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პირველი კონსულტაცია უფასოა.