MagdaDesign
Magda Design
კონსულტაცია

ინტერიერისა და ეზოს დიზაინი · თბილისი დიზაინის სერვისები

ოთხი სერვისი: ბინის, სახლის, კომერციული ფართისა და ეზოს დიზაინი. ყოველი მათგანი მოიცავს დიზაინს, 3D ვიზუალიზაციას, პროექტის დოკუმენტაციასა და ავტორის ზედამხედველობას.

რას მოიცავს ყოველი სერვისი

  1. 01

    დიზაინი

    იდეა, დაგეგმარება და მასალების პალიტრა — ბოლო აქსესუარამდე.

  2. 02

    3D ვიზუალიზაცია

    დაინახეთ თქვენი სახლი რემონტამდე — ფოტორეალისტური რენდერები ყოველი ოთახისთვის.

  3. 03

    პროექტის დოკუმენტაცია

    სრული საპროექტო ალბომი: ნახაზები დაგეგმარებიდან განათების სცენარებამდე, რომლებითაც ხელოსნები მუშაობენ.

  4. 04

    ავტორის ზედამხედველობა

    ვადევნებ თვალს სამუშაოებს, რომ შედეგი ზუსტად ისე გამოვიდეს, როგორც ნახაზზეა.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ინტერიერის დიზაინი?

ფასი დამოკიდებულია ფართზე და სამუშაოს მოცულობაზე. ზუსტ ციფრს პირველ, უფასო კონსულტაციაზე გეტყვით.

პირველი კონსულტაცია მართლა უფასოა?

დიახ. შევხვდებით სტუდიაში, თქვენს ობიექტზე ან ონლაინ და ვისაუბრებთ თქვენს სივრცეზე, სურვილებსა და ბიუჯეტზე.

რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?

საპროექტო ალბომი დაახლოებით 3–6 კვირაში მზადდება; რემონტის ვადა ობიექტზეა დამოკიდებული.

რას მოიცავს საპროექტო ალბომი?

დაგეგმარებას ზომებით, ავეჯის განლაგებას, განათების, ელექტროობის, ჭერის, იატაკისა და სანტექნიკის გეგმებს, კედლების განშლებს, მასალებს და 3D ვიზუალიზაციას — ჩვეულებრივ 13–21 გვერდს.

შეიძლება მხოლოდ 3D ვიზუალიზაციის შეკვეთა?

დიახ — 3D ვიზუალიზაცია ცალკე სერვისადაც ხელმისაწვდომია.

ადევნებთ თვალს რემონტს?

დიახ — ავტორის ზედამხედველობით ვადევნებ თვალს სამუშაოებს გასაღების ჩაბარებამდე, რომ შედეგი ნახაზებს ზუსტად დაემთხვეს.

რა მდგომარეობაში უნდა იყოს ობიექტი?

ნებისმიერში: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, ან უკვე არსებული სივრცის განახლება.

მუშაობთ თბილისის გარეთ?

დიახ, დისტანციურადაც — პროექტირება ონლაინ, ზედამხედველობა შეთანხმებით.

შექმენი შენი იდეალური გარემო.

დამიკავშირდით WhatsApp‑ზე, მომწერეთ ელფოსტაზე ან დამირეკეთ — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პირველი კონსულტაცია უფასოა.