

ინტერიერის დიზაინი · ბინის დიზაინი · თბილისი ყოველი სივრცე ხაზით იწყება
ინტერიერის დიზაინის სტუდია თბილისში. ვქმნი თქვენს მოთხოვნებსა და ბინის ტექნიკურ მახასიათებლებზე მორგებულ დიზაინ‑პროექტს — დაგეგმარებიდან 3D ვიზუალიზაციამდე და სამუშაო ნახაზებამდე.
პროექტებისივრცე, რომელიც შენს ხასიათს გამოხატავს. იქ, სადაც ტრადიცია თანამედროვე დიზაინს ერწყმის.
ბინების, კერძო სახლების, კომერციული სივრცეებისა და ეზოების დიზაინი თბილისში. ყოველი პროექტი იწყება თქვენი ჩვევებისა და სურვილების გაგებით და მთავრდება ნახაზებით, რომლებითაც ხელოსნები ხელმძღვანელობენ. დიზაინერი ზედამხედველობს პროექტს ყოველ ეტაპზე — შავი კარკასიდან დასრულებულ ინტერიერამდე.




სერვისები
ბინის დიზაინი
ახალი ბინა შავ, თეთრ ან მწვანე კარკასში, ან არსებული ბინის განახლება.
ვრცლადსახლის დიზაინი
კერძო სახლის ინტერიერი: ყველა სართული და ყველა ოთახი ერთ პროექტში.
ვრცლადკომერციული ფართის დიზაინი
კომერციული სივრცის ინტერიერი — იმავე პროცესითა და სიზუსტით.
ვრცლადეზოს დიზაინი
ეზოს გეგმა: ბილიკები, გამწვანება, პარკინგი და განათება.
ვრცლად
რას მოიცავს ყოველი სერვისი
- 01
დიზაინი
იდეა, დაგეგმარება და მასალების პალიტრა — ბოლო აქსესუარამდე.
- 02
3D ვიზუალიზაცია
დაინახეთ თქვენი სახლი რემონტამდე — ფოტორეალისტური რენდერები ყოველი ოთახისთვის.
- 03
პროექტის დოკუმენტაცია
სრული საპროექტო ალბომი: ნახაზები დაგეგმარებიდან განათების სცენარებამდე, რომლებითაც ხელოსნები მუშაობენ.
- 04
ავტორის ზედამხედველობა
ვადევნებ თვალს სამუშაოებს, რომ შედეგი ზუსტად ისე გამოვიდეს, როგორც ნახაზზეა.
ჩემი მეთოდები
ინდივიდუალური მიდგომა
ყოველი პროექტი იწყება თქვენი ჩვევებისა და სურვილების გაგებით — არა კატალოგიდან არჩევით.
ეტაპობრივი შეთანხმება
იდეას, 3D ვიზუალიზაციასა და ნახაზებს ეტაპობრივად გითანხმებთ — შემდეგ ნაბიჯზე მხოლოდ თქვენი თანხმობით გადავდივარ.
ერთი დიზაინერი თავიდან ბოლომდე
პირველი შეხვედრიდან ჩაბარებამდე ერთ ადამიანთან მუშაობთ — ყოველ ეტაპს პირადად ვუძღვები.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ინტერიერის დიზაინი?
ფასი დამოკიდებულია ფართზე და სამუშაოს მოცულობაზე. ზუსტ ციფრს პირველ, უფასო კონსულტაციაზე გეტყვით.
პირველი კონსულტაცია მართლა უფასოა?
დიახ. შევხვდებით სტუდიაში, თქვენს ობიექტზე ან ონლაინ და ვისაუბრებთ თქვენს სივრცეზე, სურვილებსა და ბიუჯეტზე.
რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?
საპროექტო ალბომი დაახლოებით 3–6 კვირაში მზადდება; რემონტის ვადა ობიექტზეა დამოკიდებული.
რას მოიცავს საპროექტო ალბომი?
დაგეგმარებას ზომებით, ავეჯის განლაგებას, განათების, ელექტროობის, ჭერის, იატაკისა და სანტექნიკის გეგმებს, კედლების განშლებს, მასალებს და 3D ვიზუალიზაციას — ჩვეულებრივ 13–21 გვერდს.
შეიძლება მხოლოდ 3D ვიზუალიზაციის შეკვეთა?
დიახ — 3D ვიზუალიზაცია ცალკე სერვისადაც ხელმისაწვდომია.
ადევნებთ თვალს რემონტს?
დიახ — ავტორის ზედამხედველობით ვადევნებ თვალს სამუშაოებს გასაღების ჩაბარებამდე, რომ შედეგი ნახაზებს ზუსტად დაემთხვეს.
რა მდგომარეობაში უნდა იყოს ობიექტი?
ნებისმიერში: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, ან უკვე არსებული სივრცის განახლება.
მუშაობთ თბილისის გარეთ?
დიახ, დისტანციურადაც — პროექტირება ონლაინ, ზედამხედველობა შეთანხმებით.
შექმენი შენი იდეალური გარემო.
დამიკავშირდით WhatsApp‑ზე, მომწერეთ ელფოსტაზე ან დამირეკეთ — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პირველი კონსულტაცია უფასოა.


