
დიღომი 110

პროექტის ისტორია
ამოცანა
ოთხოთახიანი ოჯახური ბინა თბილ ტონებში — მასტერ‑საძინებელი გარდერობით, საბავშვო, კაბინეტი და სასტუმრო.
გამოწვევა
ერთი და იგივე სივრცე დილით ნათელი და ენერგიული უნდა ყოფილიყო, საღამოს კი — მყუდრო და მშვიდი.
გადაწყვეტა
თბილი მინიმალიზმი და ბუნებრივი მასალები, განათების სცენარები დღის სხვადასხვა დროისთვის და სრული ტექნიკური ალბომი (21 გვერდი) — ზომები, ავეჯის განლაგება, სამზარეულო და კედლები. რეალიზაციას ავტორის ზედამხედველობით ვადევნებდი თვალს.
პროექტი ფაქტებში
- ფართი
- 110 მ²
- ოთახები
- 4 — მასტერ‑საძინებელი გარდერობით, საბავშვო, კაბინეტი, სასტუმრო
- სტილი
- თბილი მინიმალიზმი, ბუნებრივი მასალები
- მოცულობა
- სრული ალბომი + ავტორის ზედამხედველობა
პროექტის დიზაინი. გალერეა
01მისაღები
02სამზარეულო
03მასტერ-საძინებელი
04კაბინეტი
05აბაზანა
06დერეფანი
გაისეირნეთ გეგმაზე
აირჩიეთ ადგილი გეგმაზე და ნახეთ მისი ვიზუალიზაცია.


02მისაღები ოთახი
საპროექტო ალბომი
დაგეგმარებიდან განათებამდე
პროექტი ეყრდნობა სრულ ტექნიკურ ალბომს (21 გვერდი): ზომები, ავეჯის განლაგება, განათების სცენარები, სამზარეულოს და კედლების დეტალები. ბრიგადა მუშაობს დოკუმენტით — ვარაუდით არავინ.

ალბომის ყდა 
A‑01 — ზომები 
A‑02 — ავეჯის განლაგება 
L‑01 — განათების გეგმა 
K‑01 — სამზარეულო 
მასალები და ფერები
გსურთ მსგავსი სივრცე?
მომწერეთ რამდენიმე სიტყვით თქვენი სივრცის შესახებ — პირველი კონსულტაცია უფასოა.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ინტერიერის დიზაინი?
ფასი დამოკიდებულია ფართზე და სამუშაოს მოცულობაზე. ზუსტ ციფრს პირველ, უფასო კონსულტაციაზე გეტყვით.
პირველი კონსულტაცია მართლა უფასოა?
დიახ. შევხვდებით სტუდიაში, თქვენს ობიექტზე ან ონლაინ და ვისაუბრებთ თქვენს სივრცეზე, სურვილებსა და ბიუჯეტზე.
რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?
საპროექტო ალბომი დაახლოებით 3–6 კვირაში მზადდება; რემონტის ვადა ობიექტზეა დამოკიდებული.
რას მოიცავს საპროექტო ალბომი?
დაგეგმარებას ზომებით, ავეჯის განლაგებას, განათების, ელექტროობის, ჭერის, იატაკისა და სანტექნიკის გეგმებს, კედლების განშლებს, მასალებს და 3D ვიზუალიზაციას — ჩვეულებრივ 13–21 გვერდს.
შეიძლება მხოლოდ 3D ვიზუალიზაციის შეკვეთა?
დიახ — 3D ვიზუალიზაცია ცალკე სერვისადაც ხელმისაწვდომია.
ადევნებთ თვალს რემონტს?
დიახ — ავტორის ზედამხედველობით ვადევნებ თვალს სამუშაოებს გასაღების ჩაბარებამდე, რომ შედეგი ნახაზებს ზუსტად დაემთხვეს.
რა მდგომარეობაში უნდა იყოს ობიექტი?
ნებისმიერში: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, ან უკვე არსებული სივრცის განახლება.
მუშაობთ თბილისის გარეთ?
დიახ, დისტანციურადაც — პროექტირება ონლაინ, ზედამხედველობა შეთანხმებით.
შექმენი შენი იდეალური გარემო.
დამიკავშირდით WhatsApp‑ზე, მომწერეთ ელფოსტაზე ან დამირეკეთ — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პირველი კონსულტაცია უფასოა.






