MagdaDesign
Magda Design
კონსულტაცია

ვერანდა

ვერანდა აუზით და შეზლონგებით
ყველა პროექტი

პატარა სახლის ინტერიერის დიზაინი · 2026

პროექტის ისტორია

  1. ამოცანა

    პატარა, 60 მ² სახლი 200 მ² ეზოთი, სადაც ოჯახი დაისვენებს, იმუშავებს და სტუმრებს მიიღებს — კუნძულის განწყობით, მაგრამ თანამედროვედ.

  2. გამოწვევა

    60 მ²‑ში ყველაფერს შიგნით ვერ დაატევ. დასვენებისა და სტუმრებისთვის ადგილი გარეთ უნდა გამოძებნილიყო — ვერანდასა და ეზოში.

  3. გადაწყვეტა

    პირველ სართულზე — სტუდიოს ტიპის მისაღები და კაბინეტი. მეორე სართული მთლიანად ვერანდად იქცა: პატარა აუზი, შეზლონგები, ჩამოკიდებული საქანელა და წვიმისგან დაცული მაგიდა. ეზოში — ხეების განათება, კალათბურთი და მწვადის კუთხე; ტონები — კრემისფერი, ხე და რატანი.

პროექტი ფაქტებში

ფართი
სახლი 60 მ² + ეზო 200 მ²
სართულები
I — სტუდიო‑მისაღები და კაბინეტი; II — ვერანდა აუზით; მცირე მანსარდა
სტილი
კუნძულის სტილი — კრემის ტონები, ხე, რატანი
მოცულობა
დაგეგმარება + 3D ვიზუალიზაცია

პროექტის დიზაინი. გალერეა

  • 01სტუდიო-მისაღები

  • 02კაბინეტი

  • 03ვერანდა

  • 04ეზო

  • 05ფასადი

გაისეირნეთ გეგმაზე

აირჩიეთ ადგილი გეგმაზე და ნახეთ მისი ვიზუალიზაცია.

ეზოს გეგმა და II სართული — ვერანდა აუზით
ვერანდა აუზით

02ვერანდა აუზით

საპროექტო ალბომი

სახლი, ვერანდა და ეზო

პროექტი მოიცავს სართულებისა და ვერანდის დაგეგმარებას ზომებით და ეზოს გეგმას — ხეები დამიწებული განათებით, კალათბურთი, საქანელა, მწვადის კუთხე და ყვავილები.

  • II სართული — ვერანდა აუზით
    II სართული — ვერანდა აუზით
  • ეზო — 200 მ²
    ეზო — 200 მ²

გსურთ მსგავსი სივრცე?

მომწერეთ რამდენიმე სიტყვით თქვენი სივრცის შესახებ — პირველი კონსულტაცია უფასოა.

სხვა პროექტები

სამზარეულო მარმარილოს კუნძულით და მწვანე ლაქის კარადებით

მწვანე ლაქი

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ინტერიერის დიზაინი?

ფასი დამოკიდებულია ფართზე და სამუშაოს მოცულობაზე. ზუსტ ციფრს პირველ, უფასო კონსულტაციაზე გეტყვით.

პირველი კონსულტაცია მართლა უფასოა?

დიახ. შევხვდებით სტუდიაში, თქვენს ობიექტზე ან ონლაინ და ვისაუბრებთ თქვენს სივრცეზე, სურვილებსა და ბიუჯეტზე.

რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?

საპროექტო ალბომი დაახლოებით 3–6 კვირაში მზადდება; რემონტის ვადა ობიექტზეა დამოკიდებული.

რას მოიცავს საპროექტო ალბომი?

დაგეგმარებას ზომებით, ავეჯის განლაგებას, განათების, ელექტროობის, ჭერის, იატაკისა და სანტექნიკის გეგმებს, კედლების განშლებს, მასალებს და 3D ვიზუალიზაციას — ჩვეულებრივ 13–21 გვერდს.

შეიძლება მხოლოდ 3D ვიზუალიზაციის შეკვეთა?

დიახ — 3D ვიზუალიზაცია ცალკე სერვისადაც ხელმისაწვდომია.

ადევნებთ თვალს რემონტს?

დიახ — ავტორის ზედამხედველობით ვადევნებ თვალს სამუშაოებს გასაღების ჩაბარებამდე, რომ შედეგი ნახაზებს ზუსტად დაემთხვეს.

რა მდგომარეობაში უნდა იყოს ობიექტი?

ნებისმიერში: შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი, ან უკვე არსებული სივრცის განახლება.

მუშაობთ თბილისის გარეთ?

დიახ, დისტანციურადაც — პროექტირება ონლაინ, ზედამხედველობა შეთანხმებით.

შექმენი შენი იდეალური გარემო.

დამიკავშირდით WhatsApp‑ზე, მომწერეთ ელფოსტაზე ან დამირეკეთ — გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პირველი კონსულტაცია უფასოა.